კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში
„კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ - ფორუმზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა ბუნებრივი საფრთხეების მართვის ეფექტიანი ეროვნული სისტემის დანერგვაზე. ამინდის პროგნოზირების თანამედროვე სისტემები მნიშვნელოვნად დაიხვეწა, რის საფუძველზეც იზრდება სახელმწიფოს ეროვნული შესაძლებლობები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ანალიზის, ბუნებრივი საფრთხეებით გამოწვეული კატასტროფების პროგნოზირებისა და პრევენციის მიმართულებით. ფორუმს 15 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ
