განათლების მინისტრმა გლდანში 119-ე და 132-ე საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სასწავლო პროცესს გაეცნო
განათლების მინისტრმა გლდანში 119-ე და 132-ე საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სასწავლო პროცესს გაეცნო. გივი მიქანაძე ასევე შეხვდა, გლდანის რაიონის საჯარო სკოლების დირექტორებს, რესურსცენტრის წარმომადგენლებს, პედაგოგებსა და მშობლებს. მინისტრმა ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის ძირითადი მიმართულებები განიხილა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა
