პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. სამართალდამცველებმა 3 ბრალდებულის, პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, 380 გრამი „ალფა-პვპ“ და 120 გრამზე მეტი „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნებია ამოღებული. 3 დაკავებულს, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
