ვიზები ქართველი ხალხის შანტაჟის იარაღად
ვიზები ქართველი ხალხის შანტაჟის იარაღად. ევრობიუროკრატების ღირებულებათა კრიზისი და ანტიდემოკრატიულობა. საქართველოს წინააღმდეგ უსაფუძვლო კრიტიკა გრძელდება. მმართველი გუნდისთვის, ბრიუსელი ანტიდემოკრატიულობის გზას ადგას და ვიზალიბერალიზაციაზე ის ადამიანები მსჯელობენ, რომლებიც „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ არიან. „ქართული ოცნების“ შეფასებით, მორიგი მუქარა, გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების დაცვის გამო ხდება. საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით ევროკომისიამ ანგარიში გამოაქვეყნა. ახალი წესების თანახმად, პირველ ეტაპზე, ვიზების შეჩერება შეიძლება მიმართული იყოს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებზე, რომლებიც ძირითადად პასუხისმგებელნი არიან კომისიის რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე. მეორე ეტაპზე, შეჩერება შეიძლება გავრცელდეს საქართველოს მთელ მოსახლეობაზე, თუ საქართველოს ხელისუფლება შესაბამის საკითხებზე არ მოახდენს რეაგირებას
