დონალდ ტრამპმა ამერიკის შეერთებული შტატების მწვანე ბარათის ლატარიის სქემა შეაჩერა
დონალდ ტრამპმა ამერიკის შეერთებული შტატების მწვანე ბარათის ლატარიის სქემა შეაჩერა. ამას საფუძვლად ბრაუნის უნივერსიტეტში გასულ კვირას მომხდარი სროლა დაედო, რომლის დროსაც 2 ადამიანი დაიღუპა. თავდამსხმელი მწვანე ბარათის მქონე პორტუგალიელი მამაკაცი იყო. ამერიკის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტმა მწვანე ბარათების სქემა პრეზიდენტ ტრამპის დირექტივის საფუძველზე შეაჩერა. თეთრი სახლის ლიდერმა ამ სავიზო პროგრამას კატასტროფული უწოდა და აღნიშნა, რომ აღარცერთი ამერიკელი არ უნდა დაზარალდეს აღნიშნული სქემით
