ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის დეპარტამენტმა, რადიკალურ ტრანსგენდერულ იდეოლოგიასთან ბრძოლის ფარგლებში არასრულწლოვანთა სქესის შეცვლის პროცედურები აკრძალა
ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის დეპარტამენტმა, რადიკალურ ტრანსგენდერულ იდეოლოგიასთან ბრძოლის ფარგლებში, არასრულწლოვანთა სქესის შეცვლის პროცედურები აკრძალა. ჯონ ეფ კენედიმ ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომლის თანახმად, არასრულწლოვანთა სქესის შეცვლის პროცედურები ბავშვებისთვის არც უსაფრთხოა და არც ეფექტიანი. ახალი რეგულაციებით, სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის სერვისებს ეკრძალებათ ბავშვთა სქესის შეცვლის პროცედურების დაფინანსება, ხოლო სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ საავადმყოფოებს აეკრძალათ ნებისმიერი მსგავსი პროცედურის ჩატარება
