ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია ცუდი სამშვიდობო შეთანხმებისთვის ემზადება
ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია ცუდი სამშვიდობო შეთანხმებისთვის ემზადება. უკრაინის პარლამენტში ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარის დავით არახამიას თქმით, სამშვიდობო შეთანხმება ან ცუდი იქნება, ან ძალიან ცუდი, ან საერთოდ არ იქნება. არახამიამ განაცხადა, რომ ამერიკის ჩართულობის გარეშე შეთანხმების მიღწევის შანსი არ იარსებებს. ამასთან, მან დასავლელი პარტნიორების მიერ შემუშავებულ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები გააკრიტიკა. თქვა, რომ მოკავშირეები უკრაინას ნატოს მე-5 პუნქტის არა მსგავს, არამედ გაცილებით სუსტ გარანტიას ჰპირდებიან
