უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინის სესხთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამ ევროპას ომის მყისიერი საფრთხე აარიდა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინის სესხთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამ ევროპას ომის მყისიერი საფრთხე აარიდა. ორბანის თქმით, უნგრეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ ჩაშალეს გეგმა რომელიც რუსული აქტივების კონფისკაციას ითვალისწინებდა, რაც მოსკოვისთვის ომის გამოცხადების ტოლფასი იქნებოდა. ორბანი ამბობს, რომ უნგრეთი არც ევროპელების ხარჯზე ნასესხები ფულის უკრაინისთვის გადაცემას მიემხრო, რადგან საბოლოო ჯამში სესხის დაფარვა ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადასახადების გადამხდელებს მოუწევთ
