საქართველოს პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად ბელგრადში უმსხვილესი ინვესტორი კომპანიის - „იგლ ჰილსის“ დეველოპერულ პროექტს ეწვია
საქართველოს პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად ბელგრადში უმსხვილესი ინვესტორი კომპანიის - „იგლ ჰილსის“ დეველოპერულ პროექტს ეწვია. პროექტი „ბელგრად ვოთერფრონტი” მიხეილ ყაველაშვილს სერბეთის პირველმა ვიცე პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა გააცნო. პროექტის ჯამური ღირებულება 3 მილიარდ დოლარს აღემატება. მისი მშენებლობა „იგლ ჰილსმა“ ბელგრადში 2014 წლიდან დაიწყო. დღესვე მიხეილ ყაველაშვილი დელეგაციასთან ერთად ეწვევა სერბეთის ეროვნულ მუზეუმს. მოგვიანებით კი, საქართველოს პრეზიდენტს სერბი კოლეგა ალექსანდრ ვუჩიჩი პრეზიდენტის რეზიდენციაში პირადად უმასპინძლებს
