საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციამ 2025 წელი შეაჯამა
საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციამ 2025 წელი შეაჯამა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გამართულ ღონისძიებაზე რეგულარულ ჩემპიონატში გამარჯვებულ და პრიზიორ კლუბებს თასები და მედლები გადაეცა. საქართველოს ჩემპიონი „თბილისი“ გახდა, გორის „დილა“ ვერცხლის მედლებს დასჯერდა, ხოლო ზესტაფონის „მარგვეთმა“ მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ პავლე ბახტურიძე აღიარეს, საუკეთესო ბომბარდირისთვის დაწესებული პრიზი კი ნიკოლოზ ქრისტესიაშვილს გადაეცა. საქართველოს წლევანდელ ჩემპიონატში 5 კლუბის სახელით 62 ფეხბურთელი მონაწილეობდა
