თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფიზიკურ და ანალიზურ ქიმიაში რიგით მე-14 საერთაშორისო სიმპოზიუმს მასპინძლობს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფიზიკურ და ანალიზურ ქიმიაში რიგით მე-14 საერთაშორისო სიმპოზიუმს მასპინძლობს. ეს არის ტრადიციად ქცეული სამეცნიერო ღონისძიება, რომელიც 2009 წლიდან იმართება და თავს უყრის წამყვან მკვლევრებს, პრაქტიკოსებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ღონისძიების მიზანია ფიზიკური და ანალიზური ქიმიის უახლესი მიღწევების გაზიარება, არსებული გამოწვევების განხილვა მულტიდისიპლინარულ ჭრილში და ინოვაციური სამეცნიერო თანამშრომლობის ხელშეწყობა. ღონისძიება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მეცნიერების ინტერნაციონალურ ბუნებას და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვან როლს, რაც ხელს უწყობს თსუ-ს, როგორც ძლიერი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრის, პოზიციონირებას, გლობალურ აკადემიურ სივრცეში
