აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ „ტურინვესტ ჯგუფის“ გენერალურ დირექტორთან ერთად ბათუმში ახალი სასტუმრო გახსნა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ „ტურინვესტ ჯგუფის“ გენერალურ დირექტორთან ერთად ბათუმში ახალი სასტუმრო გახსნა. სულხან თამაზაშვილის თქმით ხელისუფლება განაგრძობს კერძო სექტორის მხარდაჭერას და სტაბილური ბიზნესგარემოს შექმნას, რასაც მსგავსი ინიციატივების განხორციელებაც ადასტურებს.მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საერთაშორისო ბრენდების შემოსვლა რეგიონში ხელს უწყობს ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას, საინვესტიციო გარემოს გაძლიერებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას
