მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 32 მოქალაქე დააკავეს
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 32 მოქალაქე დააკავეს. მათ შორის არიან - ჩინეთის, ინდოეთის, ნეპალის, პაკისტანის და კუბის მოქალაქეები. დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, ქვეყნიდან მათი გაძევების მიზნით
