პოლიციამ აჭარაში ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე სხვადასხვა დროს დააკავეს. ბრალდებულების პირადი და საცხოვრებლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „კოკაინი“, ,„მდმა“, „კლეფედრონი“ „მცენარე კანაფი“ და „გამომშრალი მარიხუანა“. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის საჭირო მასალები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
