16-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ ევროკავშირის ლიდერები უკრაინის დაფინანსებაზე შეთანხმდნენ
16-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ ევროკავშირის ლიდერები უკრაინის დაფინანსებაზე შეთანხმდნენ. ბრიუსელის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებით, კიევისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი გამოიყოფა. თანხა, რომელიც მომდევნო ორი წლის განმავლობაში უკრაინის დაფინანსებას მოხმარდება, ევროკავშირის კაპიტალის ბაზრებზე სესხის აღების გზით იქნება მობილიზებული, თუმცა ევროკავშირის სამ ქვეყანას, ჩეხეთს, უნგრეთსა და სლოვაკეთს ფინანსური ვალდებულებები არ ექნებათ. გადაწყვეტილება ევროპელმა ლიდერებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც გაყინული რუსული სუვერენული აქტივების გამოყენების წინადადება ჩავარდა
