NATO - შეუსრულებელი დაპირება
იყო თუ არა ნატოში უკრაინის გაწევრების დაპირება ფარსი? ალიანსის გენერალური მდივანმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ უნგრეთი, სლოვაკეთი, აშშ და კიდევ რამდენიმე სხვა მოკავშირე უკრაინის მიღების წინააღმდეგია. მარკ რუტემ ფაქტობრივად გააგრძელა თემა, რომელიც ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის განცხადებამ წამოჭრა. ბორის ჯონსონმა თქვა, რომ კიევის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაერთიანება თავიდანვე შეუძლებელი იყო, არაერთი სახელმწიფოსგან მოსალოდნელი და გარანტირებული წინააღმდეგობის გათვალისწინებით. ნატოს ე.წ. ღია კარის პოლიტიკას ეჭვქვეშ აყენებს აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაც. ვაშინგტონი უსასრულოდ გაფართოების პრევენციას მოითხოვს
სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
