ევროპული საბჭოს სამიტის პარალელურად, ბრიუსელში მიმდინარე ფერმერების საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა
ევროპული საბჭოს სამიტის პარალელურად, ბრიუსელში მიმდინარე ფერმერების საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ევროპელი ფერმერები ევროკავშირის სავაჭრო და სასოფლო სამეურნეო პოლიტიკის გასაპროტესტებლად აქციაზე ტრაქტორებით მივიდნენ. დემონსტრანტებმა პოლიციას კარტოფილი, საკვამლე ჭურვები და სხვა საგნები ესროლეს, ასევე ქუჩაში ცეცხლი წაუკიდეს თივას. საპასუხოდ, ბრიუსელის პოლიციამ მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა
