მაკრონის განცხადებით, ევროპელმა ლიდერებმა დღევანდელ სამიტზე უკრაინის დაფინანსების მიზნით ერთიან კონსენსუსს უნდა მიაღწიონ
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპელმა ლიდერებმა დღევანდელ სამიტზე, უკრაინის დაფინანსების მიზნით, ერთიან კონსენსუსს უნდა მიაღწიონ. ემანუელ მაკრონის თქმით, აუცილებელია რუსეთისათვის უკრაინის წინააღმდეგობის ძალისხმევის ხელშეწყობა და ამისათვის გაყინული რუსული აქტივების გამოყენებაზე კოლექტიური გადაწყვეტილების მიღება. ამავე პოზიციაზეა პოლონეთის პრემიერ მინისტრიც, რომელიც უკრაინის დაფინანსებას ევროპის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს უწოდებს
