აჭარის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი უპრეცედენტოდ მაღალია და 1 002 000 000 ლარს შეადგენს
აჭარის 2026 წლის ბიუჯეტი მილიარდ ორი მილიონი ლარია. 2025 წელთან შედარებით, ბიუჯეტი 10,29%-ით გაიზარდა. რეგიონის მთავარი ფინანსური დოკუმენტი უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა. პრიორიტეტებია ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, განათლება, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი. როგორც მთავრობაში ამბობენ, დაფინანსდება რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები
