მმართველი გუნდის განცხადებით, მოთხოვნები საქართველოს მიმართ, რომელზეც ევროკავშირის საბჭოს ჩავარდნილ დოკუმენტში წერია, ქვეყნის ესკალაციაში ჩართვის მცდელობაა
მმართველი გუნდის განცხადებით, მოთხოვნები საქართველოს მიმართ, რომელზეც ევროკავშირის საბჭოს ჩავარდნილ დოკუმენტში წერია, ქვეყნის ესკალაციაში ჩართვის მცდელობაა. საქმე ეხება მოთხოვნას, რომ საქართველომ სანქციები დაუწესოს რუსეთს და ბელარუსს. ამავე დოკუმენტში მოთხოვნილია დაკავებულების გათავისუფლება, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის“ და გამჭვირვალობის კანონის გაუქმება. ამ მოთხოვნების პასუხად, საქართველოს ხელისუფლება ხაზგასმით ამბობს, რომ იმოქმედებს სახელმწიფოს და ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის კუთხით
