ევროპარლამენტში გამართული დებატები და საქართველოზე გაკეთებული განცხადებები მთელი დღის განმავლობაში პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში
ევროპარლამენტში გამართული დებატები და საქართველოზე გაკეთებული განცხადებები მთელი დღის განმავლობაში პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ნათლად გამოჩნდა ევრობიუროკრატების რეალური სახე, რომელიც სრულად აცდენილია ევროპულ ღირებულებებს. ევროპარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაისმა როგორც კრიტიკული მოსაზრებები, ასევე მხარდამჭერი განცხადებები. ევროდეპუტატთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატიული კრიზისია, ნაწილი კი ევროდეპუტატებს საქართველოსთან მიმართებით ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და სამართლიანი მიდგომისკენ მოუწოდებს
