შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც არასრულწლოვანებში სქესის შეცვლის ოპერაციებს, ჰორმონალურ თერაპიასა და სხვა სამედიცინო ჩარევას კრძალავს და დასჯადს ხდის
შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც არასრულწლოვანებში სქესის შეცვლის ოპერაციებს, ჰორმონალურ თერაპიასა და სხვა სამედიცინო ჩარევას კრძალავს და დასჯადს ხდის. ბავშვთა უდანაშაულობის დაცვის კანონპროექტი რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მერჯორი ტეილორ გრინმა შეიმუშავა. დოკუმენტი დასამტკიცენლად სენატს გადაეცა. კონგრესმენ ნენსი მეისის თქმით, არცერთი ბავშვი არ იბადება არასწორ სხეულში, არსებობს მხოლოდ ორი სქესი - ქალი და მამაკაცი და არასრულწლოვანების სხვაგვარად გადარწმუნება ბავშვებზე ძალადობაა.
