უკრაინის არმიის ყოფილი მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, ომის დასრულების შემდეგ სამოქალაქო ომის საფრთხე არსებობს
უკრაინის არმიის ყოფილი მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, ომის დასრულების შემდეგ სამოქალაქო ომის საფრთხე არსებობს. უკრაინულ მედიას ზალუჟნიმ უთხრა, რომ საფრთხეს ბრძოლის ველიდან დაბრუნებული სამხედროები წარმოადგენენ. თუკი ბრძოლის ველიდან დაბრუნებული იარაღის მქონე ადამიანები უმუშევრობის, შემოსავლის მკვეთრი შემცირებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობების ნაკლებობის წინაშე დადგებიან, ისინი იოლი ფულის შოვნასა და კრიმინალურ საქმიანობაზე უარს ვერ იტყვიან.
