საფრანგეთის მემარჯვენე პარტია „ეროვნული ერთობის“ ლიდერი მარინ ლე პენი ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ემანუელ მაკრონს უკრაინის სამშვიდობო პროცესისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებს
საფრანგეთის მემარჯვენე პარტია „ეროვნული ერთობის“ ლიდერი მარინ ლე პენი ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ემანუელ მაკრონს უკრაინის სამშვიდობო პროცესისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებს. ლე პენმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი სისტემატურად იყენებს კრიზისებს ისეთი უფლებამოსილების გასაფართოებლად, რომელიც გაერთიანებაში მიღებულ შეთანხმებებს სცდება. ამის მაგალითად ლე პენმა მიგრაციული და კორონავირუსის კრიზისები და უკრაინის ომი დაასახელა.
