ევროპარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი კაია კალასს ევროკავშირში ყველაზე საშინელ პოლიტიკოსს უწოდებს
ევროპარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი კაია კალასს ევროკავშირში ყველაზე საშინელ პოლიტიკოსს უწოდებს. კვიპროსელი ევროდეპუტატი ფიდიას პანაიოტუ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში მისი ბოლოდროინდელი განცხადების გამო აკრიტიკებს. კაია კალასმა ერთ-ერთი სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ის თავისი დიპლომატიური შეხვედრების ფარგლებში ცდილობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა დაარწმუნოს, რომ რუსეთთან ურთიერთობა არ ჰქონდეთ. დამოუკიდებელი ევროპარლამენტარი განმარტავს, რომ ევროკავშირის ტოპ დიპლომატს მხოლოდ მეგობრულ სახელმწიფოებთან კი არ უნდა ჰქონდეს კონტაქტი, არამედ მტრებთანაც და სწორედ დიპლომატიურ გამოსავალს უნდა ეძებდეს უკრაინაში იმ ომის დასასრულებლად, რომელსაც, პანაიოტუს თქმით, სწორედ ევროკავშირის ლიდერები აფინანსებენ.
