ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტის მთავარი თემა უკრაინის ფინანსურ დახმარებაზე შეთანხმების მიღწევაა
ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტის მთავარი თემა უკრაინის ფინანსურ დახმარებაზე შეთანხმების მიღწევაა. ევროკომისიის პრეზიდენტმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს სხდომა უკრაინის მომავალი 2 წლის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღების გარეშე არ დასრულდება. რუსული აქტივების გამოყენებით უკრაინის დაფინანსებას გაერთიანების 7 სახელმწიფო ეწინააღმდეგება. წინააღმდეგია ბელგიაც, სადაც რუსული აქტივების დიდი ნაწილი ინახება. ის რისკის ყველა წევრ სახელმწიფოზე გადანაწილებას ითხოვს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი კი ამბობს, რომ გაყინული რუსული აქტივების კიევის დაფინანსების მიზნით გამოყენება, ევროპის რუსეთთან ომში ჩაბმის ტოლფასია.
