იუსტიციის სამინისტროში მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის 34-ე სხდომა გაიმართა
იუსტიციის სამინისტროში მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის 34-ე სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი, ხელმძღვანელობდა. იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ნაყოფიერ საქმიანობაზე, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მიგრაციის სტრატეგიულ და კოორდინირებულ მართვას საქართველოში. ხორციელდება 2021–2030 წლების მიგრაციის ეროვნული სტრატეგია, რომელიც „მიგრაციისა და განვითარების“ პრინციპს ეფუძნება და ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას. პაატა სალიამ ასევე აღნიშნა, რომ მიგრაციის საკითხები დღეს განსაკუთრებული აქტუალობით განიხილება საერთაშორისო დონეზე,
