ინკლუზიური საჭიროებების მქონე ბავშვების მშობლებისთვის დარგობრივი ტრენინგი გაიმართა
პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე კომისიის ორგანიზებით, თბილისში, ინკლუზიური საჭიროებების მქონე ბავშვების მშობლებისთვის დარგობრივი ტრენინგი გაიმართა. ღონისძიება პარლამენტის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის და ამავე კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა გახსნა, რომელმაც მშობლებს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების ინტეგრაციის საკითხზე, სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი სტრატეგია გააცნო.
