ევროკავშირის საბჭოს ჩავარდნილი დოკუმენტი, რომელსაც სრული მხარდაჭერა არ ჰქონდა ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა
ევროკავშირის საბჭოს ჩავარდნილი დოკუმენტი, რომელსაც სრული მხარდაჭერა არ ჰქონდა და საბოლოოდ, საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის სახელით გამოქვეყნდა, ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა. მმართველი გუნდის განცხადებით, მოთხოვნები საქართველოს მიმართ, რომელზეც დოკუმენტშია წერია, ქვეყნის ესკლაციაში ჩართვისკენ ბიძგებაა. საუბარია მოთხოვნაზე, რომ საქართველომ სანქციები დაუწესოს რუსეთს და ბელარუსს. ამავე დოკუმენტში მოთხოვნილია დაკავებულების გათავისუფლება, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის“ და გამჭვირვალობის კანონის გაუქმება. ამ მოთხოვნების პასუხად, საქართველოს ხელისუფლება ხაზგასმით ამბობს, რომ იმოქმედებს სახელმწიფოს და ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის კუთხით.
