ცივილიზაციური უფსკრული - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპარლამენტში გამართულ დებატებს
ცივილიზაციური უფსკრული - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპარლამენტში გამართულ დებატებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ნათლად გამოჩნდა ევრობიუროკრატების რეალური სახე, რომელიც სრულად აცდენილია ევროპულ ღირებულებებს. ევროპარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაისმა როგორც კრიტიკული მოსაზრებები, ასევე მხარდამჭერი განცხადებები. ევროდეპუტატთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველში დემოკრატიული კრიზისია, ნაწილი კი ევრობიუროკრატებს საქართველოსთან მიმართებით ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და სამართლიანი მიდგომისკენ მოუწოდებს.
