ხვიჩა კვარაცხელიამ 2025 წელს რიგით მეექვსე ტიტული მოიგო
ხვიჩა კვარაცხელიამ 2025 წელს რიგით მეექვსე ტიტული მოიგო. 24 წლის ქართველი ფეხბურთელი „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში ამჯერად საკონტინენტთაშორისო თასის გამარჯვებული გახდა. „ფლამენგოსთან“ შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი პარიზის გუნდმა 2-1 გაიმარჯვა. ერთადერთი ბურთი „სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში კვარაცხელიას ანგარიშზეა, რომელმაც მეკარის შეცდომით ისარგებლა. 8 იანვარს ხვიჩას კიდევ ერთი ჯილდოს მოგების საშუალება მიეცემა - ქუვეითში, საფრანგეთის სუპერთასის შეხვედრაში „პარი სენ-ჟერმენი“ მარსელის „ოლიმპიკს“ შეხვდება.
