ვიქტორ ორბანმა, ანდრეი ბაბიშმა და მარინ ლე პენმა ბრიუსელში შეხვედრა გამართეს
ევროპული საბჭოს სამიტამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა და საფრანგეთის „ეროვნული შეკრების“ ლიდერმა მარინ ლე პენმა ბრიუსელში შეხვედრა გამართეს. მოლაპარაკების დეტალები არ გასაჯაროვებულა. ცნობილია, რომ სამივე ლიდერი უკრაინისთვის გაყინული რუსული აქტივების გადაცემის წინააღმდეგია. ევროპული საბჭოს დღევანდელ სხდომაზე სწორედ რუსული აქტივების საკითხი უნდა განეხილათ, თუმცა უნგრეთის პრემიერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბრიუსელმა უკან დაიხია და საკითხი დღევანდელ შეხვედრაზე აღარ განიხილება.
