ამერიკის სენატმა ხმათა უმრავლესობით მიიღო კანონი ეროვნული თავდაცვის შესახებ
ამერიკის სენატმა ხმათა უმრავლესობით მიიღო კანონი ეროვნული თავდაცვის შესახებ, რომლის საერთო მოცულობა რეკორდულ 901 მილიარდ დოლარს შეადგენს. გადაწყვეტილებას მხარი 77 სენატორმა დაუჭირა. ბიუჯეტიდან 400 მილიონი დოლარი უკრაინის არმიის გაძლიერებასა და აღჭურვაზე დაიხარჯება.
