შეერთებული შტატებისა და რუსეთის ოფიციალური პირები მიმდინარე კვირას შესაძლოა მაიამიში შეხვდნენ
შეერთებული შტატებისა და რუსეთის ოფიციალური პირები მიმდინარე კვირას შესაძლოა მაიამიში შეხვდნენ. ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. „ვინაიდან ტრამპის ძალისხმევა ომის დასასრულებლად შეფერხდა, შეერთებულმა შტატებმა გააძლიერა წნეხი უკრაინაზე. გეგმები ჯერ კიდევ ცვალებადია, თუმცა თუ შეხვედრა ამ უქმეებზე შედგება, შეერთებული შტატები რუსეთის ოფიციალურ პირებს წარუდგენს მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შედეგებს. რუსულ მხარეს კი საკუთარი მოთხოვნები არსებითად არ შეუცვლია,“- ნათქვამია სტატიაში.
