ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება
უკრაინის პრეზიდენტმა საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ მოსკოვიდან კიდევ ერთხელ მოისმინეს სიგნალები, რომ მომავალ წელს ისინი ომისთვის ემზადებიან. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსები შეეცდებიან, სხვადასხვა დიპლომატიური ფორმულირებით დაფარონ უკრაინის განადგურების სურვილი, თუმცა რეალურად მიზნად სწორედ ეს აქვთ დასახული. მანამდე პუტინმა განაცხადა, რომ თუ კიევი უარს იტყვის არსებით მოლაპარაკებაზე, რუსეთი ტერიტორიების გათავისუფლებას სამხედრო გზით მიაღწევს.
