ტურიზმის ინდუსტრიის 2025 წლის შუალედური შედეგები და 2026 წლის გეგმები
ეკონომიკისა მინისტრის მოადგილემ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტურიზმის კერძო სექტორის წარმომადგენლებს ტურიზმის ინდუსტრიის 2025 წლის შუალედური შედეგები და 2026 წლის გეგმები გააცნეს. შეხვედრა ბიზნეს ასოციაციის თანაორგანიზებით გაიმართა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოში ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგია, რომელსაც უდიდესი წვლილი შეაქვს მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაში .აღინიშნა ისიც, რომ 2025 წლის სამი კვარტლის მონაცემებით ქვეყანამ ტურიზმიდან რეკორდული შემოსავალი, სამი მილიარდ 600 მილიონი დოლარი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5%-ით მეტია. ასევე რეკორდულია ტურისტული ვიზიტების 9 თვის მაჩვენებელი - რამაც ოთხ მილიონს გადააჭარბა, რაც 7.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
