დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, თამბაქოს გლობალური ზედამხედველობის სისტემის კვლევების შედეგები წარმოადგინა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, თამბაქოს გლობალური ზედამხედველობის სისტემის კვლევების შედეგები წარმოადგინა. ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი გლობალური კვლევების შედეგების მიხედვით, თამბაქოს ნებისმიერ პროდუქტს, ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 25.4% და ახალგაზრდების 14% მოიხმარს. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, მიღებული შედეგები მიუთითებს დადებით დინამიკას, თუმცა, საჭიროა თამბაქოს კონტროლის გაძლიერება.
