სამართალდამცველებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის ბრალდებით, წარსულში არაერთგზის ბრალდებული დააკავეს,
სამართალდამცველებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის ბრალდებით, წარსულში არაერთგზის ბრალდებული დააკავეს, ხოლო მისი ძმა კი ამხილეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, ღამის საათებში მარნეულში მდებარე მობილური ტელეფონების მაღაზიაში მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწიეს, საიდანაც 8 ძვირად ღირებული მობილური ტელეფონი მოიპარეს. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნაქურდალი ტელეფონების ნაწილი თანასოფლელებს მიჰყიდეს, ხოლო ნაწილი სხვადასხვა მაღაზიაში ჩააბარეს. სამართალდამცველებმა 4 ნაქურდალი მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
