თბილისში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრის ახალი სივრცე გაიხსნა
თბილისში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრის ახალი სივრცე გაიხსნა, რომელიც ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიაზე მოეწყო. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ერთ სივრცეში მიიღონ 50-მდე საპოლიციო მომსახურება. სიახლე საპოლიციო სერვისებზე მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მომსახურების ეფექტიანობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
