ბარბარობა
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე ბარბარეს იხსენებს, რომელიც ქრისტიანობისთვის მე-4 საუკუნის დასაწყისში ეწამა. წმინდა ბარბარე ბავშვების განსაკუთრებულ მფარველად ითვლება. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში საღმრთო ლიტურგია ჩატარდა. დღევანდელი დღე საზოგადოებას ქვეყნის ხელისუფლების პირველმა პირებმა მიულოცეს.
