საქართველოს გაუმჯობესებული პოზიციები
ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსით, საქართველოს პოზიცია 27 ადგილით გაუმჯობესდა, მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა და ნატოსა და ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია. მონაცემები ბაზელის მმართველობის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა. ანგარიში მსოფლიო ბანკის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების თემატურ კვლევებს ეფუძნება.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
