მოთხოვნები საქართველოს წინააღმდეგ
გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონების გაუქმება, სანქციებთან მიერთება - ამას მოითხოვს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა საქართველოსგან. გაფართოებასთან დაკავშირებით დასკვნა გამოქვეყნებულია და აღნიშნულია, რომ შეთავაზებულმა პროექტმა ერთი დელეგაციის მხარდაჭერა ვერ მიიღო, კონსენსუსის არარსებობის გამო, ტექსტი თავმჯდომარეობის სახელით გამოქვეყნდა. პრემიერისთვის განსაკუთრებულად საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ევროკავშირის საბჭო ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში მხილებულთა დაცვას ცდილობს.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
