ჩქაროსნული მაგისტრალის ახალი მონაკვეთი
საქართველოს ტრადიციული ისტორიული ფუნქცია და ჩქაროსნული ავტომაგისტრალების როლი. პრემიერ-მინისტრმა სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის ახალი, 8-კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნა. საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალის მშენებლობა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, გეგმა, მომავალი წლების განმავლობაში, 400 კილომეტრი ახალი მაგისტრალის მშენებლობას ითვალისწინებს.
