თავდაცვის სამინისტროსა და განათლების სამინისტროს ერთობლივი საპილოტე პროექტი - „სამხედრო საქმე“ აქტიურად ხორციელდება
თავდაცვის სამინისტროსა და განათლების სამინისტროს ერთობლივი საპილოტე პროექტი - „სამხედრო საქმე“ აქტიურად ხორციელდება. თავდაცვის ძალების შესახებ ცნობადობის ამაღლების, პოპულარიზაციისა და ახალგაზრდებში სამხედრო საქმის შესწავლის მიზნით, საგანი ქვეყნის მასშტაბით 137 საჯარო სკოლაში ისწავლება. მე-9 კლასის მოსწავლეებს სასწავლო პროგრამას თავდაცვის ძალების თადარიგის ოფიცრები ასწავლიან, რომლებმაც აღნიშნული პროექტისთვის შესაბამისი პედაგოგიური გადამზადება გაიარეს. თადარიგის ოფიცერი პედაგოგი ამჯერად თბილისის, მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის 124-ე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც საგანი „სამხედრო საქმე“ კვირაში ერთხელ ტარდება. გაკვეთილის თემა - ჯარისკაცის აღჭურვილობა იყო.
