გაბრიელ სალოსის გამზირზე ბარბარობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივითა და ისნის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, გაბრიელ სალოსის გამზირზე ბარბარობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თბილისის მერი დაესწრო. ღონისძიებაზე სხვადასხვა გასართობი პროგრამა იყო წარმოდგენილი, პატარების განწყობაზე კი ილუზიონისტებმა და ზღაპრის გმირებმა იზრუნეს. დღესასწაულზე მისული სტუმრებისთვის მინი გოლფის მოედანი, ბოულინგი, გასაბერი ბატუტი, ელექტრო აპარატები, ტირი, ხატვისა და ცეკვის მასტერკლასებიც მოეწყო.
