ინკლუზიური განათლება სკოლამდელი და ზოგადი განათლების საფეხურზე
ინკლუზიური განათლება სკოლამდელი და ზოგადი განათლების საფეხურზე - თემაზე პარლამენტში კონფერენცია გაიმართა. განიხილეს ინკლუზიური განათლების მიმართულებით განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამები. კონფერენცია პარაორკესტრის შესრულებით გაიხსნა. კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს პროფესიული დიალოგის დაწყებას ინკლუზიური განათლების გაძლიერების მიმართულებით, როგორც ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ასევე ზოგადი განათლების საფეხურზე. 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ინკლუზიური განათლებისთვის 101 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.
