პარლამენტმა ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი. კანონპროექტის მიხედვით ტაქსის მძღოლებს, რომლებიც 2025 წლის პირველ ნოემბრამდე მგზავრებს ლიცენზიის გარეშე ან სანებართვო პირობების დარღვევით ემსახურებოდნენ და დაჯარიმდნენ, ჯარიმები ჩამოეწერებათ. საუბარია დაახლოებით 8 მილიონ ლარზე. 79 ხმით პარლამენტმა მხარი დაუჭირა ასევე გარემოს დაბინძურებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებას. კანონპროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებას ისეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის როგორიც არის: მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების წესის და რეალიზაციის წესის დარღვევა თბილისის ტერიტორიაზე.
