ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსით, საქართველოს პოზიცია 27 ადგილით გაუმჯობესდა
ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსით, საქართველოს პოზიცია 27 ადგილით გაუმჯობესდა, მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა და ნატოს და ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია. მონაცემები ბაზელის მმართველობის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა. ფულის გათეთრების რისკისგან თავისუფლებით საქართველომ გაუსწრო დიდი შვიდეულის 5 ქვეყანას; შენგენის ზონის, ევროკავშირის და ნატოს წევრ 21 სახელმწიფოს. ანგარიში ეყრდნობა მსოფლიო ბანკის, ამერიკის შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების თემატურ კვლევებს.
