სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის ლანჩხუთი–ლესას 8-კილომეტრიანი, 4-ზოლიანი ახალი მონაკვეთი გაიხსნა
სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის ლანჩხუთი–ლესას 8-კილომეტრიანი, 4-ზოლიანი ახალი მონაკვეთი გაიხსნა. გზის ამ მონაკვეთზე მოწყობილია 3 პარალელური ხიდი და ლანჩხუთისა და ლესას 2 სატრანსპორტო კვანძი. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა. ირაკლი კობახიძიას თქმით, უახლოეს მომავალში დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მთლიანი დერეფნის მშენებლობა, რაც მოიცავს მთლიან მონაკვეთს, წითელი ხიდიდან სარფამდე.
