კაია კალასის განცხადება
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადება, მმართველი გუნდის შეფასებით, არათანაბარი დამოკიდებულების და ორმაგი სტანდარტის ნათელი მაგალითია. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ კაია კალასის მიერ გაკეთებული განცხადება პარტნიორულ ურთიერთობებს არ შეესაბამება. შეგახსენებთ რა თქვა კაია კალასმა - „შეერთებული შტატების სტრატეგიაში რასაც ვკითხულობთ, სასიამოვნო არ არის, თუმცა საქართველოსგან განსხვავებით, ამერიკა არ ცდილობს ევროკავშირში გაწევრებას“.
